რონალდუს მეათე და ფერგის წერილი

ფერგი და მისი საყვარელი შეგირდი

ორშაბათ საღამოს კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის წლის საუკეთესო მოთამაშე მეათედ გახდა. სხვანაირად ვერ იქნებოდა, შეგირდისთვის ეს დიდი წარმატება მის ეპოქალურ მასწავლებელს, სერ ალექს ფერგიუსონს რომ არ მიელოცა

 

"დიდებულ წარმატებას გილოცავ, რომელიც ამ ჯადოსნურ ღამეს პორტუგალიაში მიაღწიე. 

 

ძალინ ვწუხვარ, რომ შენ გვერდზე არ ვარ, მაგრამ წარსულისკენ ვიყურები და 17 წლის ბიჭს ვხედავ, პირველად მანჩესტერ იუნაიტედში რომ მოვიდა. რამხელა პროგრესი განიცადე - როგორც ადამიანმა და ფანტასტიკურმა სპორტსმენმა. 

 

მინდა გითხრა, როგორც შენ, ასევე დედაშენსა და მთელ ოჯახს - საქმე შესანიშნავად შეასრულეთ.

 

შენთან ერთად მუშაობა ჩემთვის აბსოლიტური სიამოვნება იყო და ასევე მახარებს იმის ყურება, თუ რამხელა პროგრესი განიცადე. 

 

წარმატებები, სასიამოვნო ღამეს გისურვებ და, კიდევ ერთხელ - ყოჩაღ!", - თქვა ფერგიუსონმა