კანტე ფანის ქორწილში მივიდა (+ფოტოები)

როცა კარგ ადამიანზე ფიქრი მოგინდებათ, კანტე გაიხსენეთ...

ჩელსის ნახევარმცველმა კანტემ შეფილდთან შეხვედრისას კოჭის ტრავმა მიიღო და სანაკრებო შეხვედრების გამოტოვება მოუწევს. თუმცა, ეს ყველასთვის საწყენი არ ყოფილა, ფრანგის მეგობარსა და გულშემატკივარს ფრენკ ხალიდის ძალიან სურდა ფეხბურთელი მისი შვილის ქორწილში მისულიყო

 

"მე და ნ'გოლო მას შემდეგ დავახლოვდით, რაც მეგობარმა ჩემსავე რესტორანში გამაცნო. 

 

ის ჩემი შვილის ქორწილში მივიწვიე, რომელზეც სანაკრებო შეხვედრის გამო დასწრებას ვერ ახერხებდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და მომწერა, რომ მოვიდოდა. 

 

კანტესთან ოჯახებით ძალიან ვმეგობრობთ. 2018 წელს, როდესაც ოპერაცია გავიკეთე, ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მინახულა. 

 

ნ'გოლო ქორწილის ბოლომდე ჩვენთან დარჩა, თანაც მილიონობით ავტოგრაფისა და სელფის დარიგება არ დაეზარა", - თქვა ფრენკ ხალიდიმ.

 

 

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.