დიეგო სიმეონე: მალე ახალ ატლეტიკოს იხილავთ

ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია

მადრიდის ატლეტიკო სეზონს შესანიშნავად შეხვდა. ესპანელებმა ლა ლიგაში   ცხრიდან ცხრა ქულა აიღეს და ცხრილის სათავეში არიან. სეზონის სტარტის შესახებ როხიბლანკოს თავკაცმა დიეგო სიმეონემ ისაუბრა. 

 

"მართალია, სამ ტურში სამი მოგება გვაქვს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. 2013-14 წლების სეზონში როცა ჩემპიონები გავხდით, გუნდში რაულ გარსია, ტიაგო, გაბი და კიდევ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავდა. ვფიქრობ ატლეტიკო უწინ უკეთესი გუნდი იყო.

 

დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ. ტომას პარტეი, ჟოაო ფელიში, საულ ნიგესი, ტომას ლემარი და კიდე რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ძალიან წაგვადგებიან. ახალ გუნდს ვქმნით და ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია. მალე სულ სხვა ატლეტიკოს იხილავთ,"-თქვა არგენტინელმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.