ამერიკული ოცნება ცოცხალია

თურქეთის ბოლო შანსი ერსან ილიასოვამ ვერ გამოიყენა. შორი იყო. ამერიკამ მოიგო.

ამერიკული ოცნება ცოცხალია

მსოფლიოს ჩემპიონატი. E  ჯგუფი

აშშ - თურქეთი 93:92 (26:21, 21:21, 18:19, 16:20, 12:11)

აშშ: მიდლტონი (15), უოკერი (14+7 პასი+6 მოხსნა), ტეიტუმი (11+11 მოხსნა+2 ჩაჭრა+2 დაფარება), ტერნერი (11+9 მოხსნა), ჰარისი (11+5 მოხსნა).

თურქეთი: ილიასოვა (23+14 მოხსნა), მაჰმუთოღლუ (18), ქორქმაზი (16), ოსმანი (15+4 პასი).

ვარსკვლავი: კემბა უოკერი.

 

ამერიკა გადარჩა, მაგრამ რჩება შედეგი და არა - ინგრედიენტები. ამერიკა იყო ცუდი, ნელი, პასიური ერთი-ერთზე თამაშის დროს და ამერიკას გაუმართლა. ორჯერ.

ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წამით ადრე ჯეისონ ტეიტუმზე ჩედი ოსმანი დაჯარიმდა. ამერიკელმა მინუს ორზე სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა და თამაში დამატებთ დროში გადავიდა. გრეგ პოპოვიჩმა ამოისუნთქა.

დამატებითი დრო. კიდევ ერთი ვალიდოლური მეოთხედი. და, ამერიკა თურქეთზე ნაკლებს აგდებს, მაგრამ თურქეთზე მეტს ხსნის და ამერიკა ბოლო წამებზე მკვდარია.

რჩება 9 წამი და ჯო ჰარისმა დოგუჟ ბალბაიზე არასპორტული ფოლი მიიღო. უნდა აეღო, დროში იწვებოდა. ბალბაიმ ორივე საჯარიმო გააფუჭა.

მაგრამ ბურთი რჩება თურქეთს. და, ამერიკამ, როგორც ნამდვილმა ამერიკელმა მოთამაშემ, ჯარიმა აიღო.

ორი სროლა ოსმანს. და ბიჭმა, ბენ უოლასის სტილში, ორივე ცუდად შეასრულა. ანგარიში არ შეცვლილა. დრო - 8 წამი. ბურთი - ამერიკას. წუთშესვენება - პოპოვიჩს.

ამერიკამ წამოიღო ბურთი. ტეიტუმმა გაუშვა ბურთი კრის მიდლტონზე და ფოლი მილუოკის ფორვარდის წინააღმდეგ. ორი სროლა.

პოპოვიჩს ეცინება. მიდლტონი სერიოზულია. მიდლტონმა ორივე საჯარიმო ათიანში გაუშვა. 93:92. ამერიკის.

თურქეთის ბოლო შანსი ერსან ილიასოვამ ვერ გამოიყენა. შორი იყო. ამერიკამ მოიგო.

ამერიკა დაბრუნდა.

და, თურქეთი მაგრად შემეცოდა.

მოდით, ჩვენც ამოვისუნთქოთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.