დე ლიხტი საუკეთესოა!

იუვენტუსის მცველის დიდი აღიარება 

მატის დე ლიხტი ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

 

ტურინის იუვენტუსის ახალწვეულს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ცენტრალური მცველი მშობლიურ კლუბ ამსტერდამის აიაქსთან ერთად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჰოლანდიის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალში ითამაშა. 

 

20 წლის ფეხბურთელის ბებერ ქალბატონში გადაბარგება 75 მილიონი ევრო დაჯდა და ეს ფრენკი დე იონგის ბარსელონაში გადასვლასთან ერთად, ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. 

 

დე ლიხტს წინსვლის გასაოცარი ქრონოლიგია აქვს. შარშან მარტში, ის აიაქსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა, წლის ბოლოს იმ პირველი მცველის წოდებაც მოიპოვა, ვისაც "ოქროს ბიჭუნას" ჯილდო გადაეცა, ახალა კი ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

 

ჯილდოს მოქმედი გამარჯვებული აიაქსის ლიდერი ჰაკიმ ზიეჩი გახლდათ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.