დევიდ ბექჰემი: ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა

ბექჰემი კვლავ ნაკრებზე ფიქრობს

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებს დიდი სიამოვნებით გაწვრთნიდა. მეტიც, ფეხბურთელის თქმით, ეს მისი დიდი ხნის ოცნებაა.

 

"თუ ერთ მშვენიერ დღეს ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას შემომთავაზებენ, ამ წინადადებას უყოყმანოდ დავთანხმდები. ამაზე დიდი ხანია ვოცნებობ. ამჟამად გუნდს გარეთ საუთგეიტი ხელმძღვანელობს, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს,"-თქვა ბექჰემმა.

 

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ მუნდიალზე ინგლისის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება თავად ბექჰემს, ინგლისის ნაკრებში იგი 1996-2009 წლებში თამაშობდა და ერთი ხანობა კაპიტანიც გახლდათ. ბრიტანელთა მაისურით დევიდმა 115 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.