"40-წლიანი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა" - დინამოს მოსკოვური ტრიუმფი (+VIDEO)

თბილისელებმა ერევნის არარატი დაამარცხეს და საბჭოთა თასი მოიპოვეს 

"მაშ ასე, 40-წლიანი უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვიდნა, თასს ახალი მფლობელი გამოუჩნდა - დინამო თბილისი",-ეს სიტყვები ლეგენდარულმა კოტე მახარაძემ 1976 წლის 3 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის თასის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ წარმოთქვა...


მოსკოვში, ლუჟნიკი არენაზე, რომელსაც მაშინ ვლადიმერ ლენინის სახელობის სტადიონს უწოდებდნენ, 45 ათასი ქომაგის თვალწინ, საბჭოთა თასის გათამაშების ფინალი შედგა. ერთმანეთს ორი ამიერკავკასიული გუნდი, თბილისის დინამო და ერევნის არარატი დაუპირისპირდნენ, რაც მანამდე უპრეცედენტო შემთხვევა გახლდათ. 


თბილისელებს, რომლებიც საკავშირო ჩემპიონები უკვე გახლდნენ, აქამდე თასის მოგების გემო არასდროს გაესინჯათ - 5 ფინალი და ყველა მარცხი. სამაგიეროდ, სომხები მნიშვნელოვან მატჩს ორგზის ტრიუმფატორისა და მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით ხვდებოდნენ. 

 

ფინალამდე მისასვლელ გზაზე თბილისელებმა პირველ რაუნდში ზაპოროჟიის მეტალურგს პენალტების სერიაში (1:1, პენ: 5:4) სძლიეს, მეორე წრეში ლენინგრადის ზენიტს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ნახევარფინალში ლვოვის კარპატი გამოთიშეს (2:1) ბოლოს კი დონეცკის შახტარს - 2:0 მოუგეს. 

 

თბილისის დინამო-ერევნის არარატი 3:0-ის სურათის შედეგი


მიუხედავად მეტოქის უკეთესი სტატისტიკისა, თბილისის დინამოს ახალგაზრდული თაობა ნოდარ ახალკაცის მეთაურობით ისტორიული აღმავლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა და მეზობელ მეტოქეს იოლად გაუმკლავდა. 


ანგარიში 27-ე წუთზე დავით ყიფიანმა გახსნა, რომელმაც რევაზ ჩელებაძის ჩაწოდებული ბურთი ერევნელთა კარში თავური დარტყმით შეაგდო.  64-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალე დრიბლინგით შესული ვლადიმერ გუცაევი წააქციეს, 11-მეტრიანი ზუსტად და თანაც კარიერაში პირველი მცდელობიდან ფირუზ კანთელაძემ შეასრულა. დინამომ საბოლოო წერტილი ოთხ წუთში დასვა - რევაზ ჩელებაძემ მახვილ კუთხეში უძლიერესი დარტყმით ანგარიში - 3:0 გახადა.

 

თბილისის დინამო-ერევნის არარატი 3:0-ის სურათის შედეგი


მატჩის დასასრულს, კოტე მახარაძე ამბობს: "თასი, რომლისთვისაც თავგამოდებით იბრძოდა თბილისის დინამოელთა მრავალი თაობა, შოთა შავგულიძისა და ბორის პაიჭაძის თაობა, გაიოზ ჯეჯელავას, მიხეილ ბერძენიშვილის, ავთანდილ ღოღობერიძის, ზაურ კალოევის, შოთა იამანიძის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას და სხვების თაობები, ჭაბუკმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს". მერე კი, ამ ჭაბუკებმა ისტორია დაწერეს... დღეს საბჭოთა თასის პირველად მოპოვებიდან 43 წელი გავიდა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.