იუვენტუსმა ზამთრის ტრანსფერი დაგეგმა

ბიანკონერი ბარსელონას არ ეშვება

ივან რაკიტიჩი ბარსელონაში დარჩა, თუმცა გამორიცხული არაა გუნდი ზამთარში დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, ხორვატი კვლავ იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო ობიექტია. ცნობილია, რომ ტრანსფერის ინიციატორი მაურისიო სარია, რომლის თქმითაც რაკიტიჩი მის სქემაში იდეალურად ჩაჯდება. არახალია, რომ იტალიურ გრანდს საყრდენის გადაბირება ზაფხულშიც სურდა, თუმცა არაფერი გამოვიდა.

 

მოგეხსენებათ ბარსელონამ ნახევარდაცვა გააძლიერა და ივანს სავარაუდოდ შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მიეცემა. აქვე გეტყვით, რომ მის გაშვებაზე ესპანელთა მესვეურებიც ფიქრობენ.

 

რაკიტიჩი ბლაუგრანაში 2014 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. გუნდთან ერთად მან ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. წინა სეზონში მეოთხე ნომერმა 54 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.