სენსაცია - ფედერერი დიმიტროვთან დამარცხდა! (+ვიდეო)

ფედერერ წელი აწუხებს...

ამერიკის ღია პირველობის ¼  ფინალში როჯერ ფედერერი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან ხუთ სეტში (6:3; 4:6; 6:4; 4:6; 2:6) დამარცხდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა

 

„იმედგაცრუებული ვარ. თითქოს თამაში კარგად დავიწყე და ვლიდერობდი კიდეც, შესაძლებლობები მქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენე. მარცხი უნდა მივიღო. ეს  ამ სპორტის  ნაწილია.  ყველაფერი რიგზეა...“,- თქვა  ფედერერმა.

 

შვეიცარიელ ჩოგბურთელს წელის ტკივილი აწუხებს, რაზეც თავადაც ისაუბრა, თუმცა წაგება ამისთვის არ დაუბრალებია. აქამდე, ფედერერი დიმიტროვს 9-ჯერ შეხვდა და პირველად წააგო...