ოკაზაკის 34-დღიანი კონტრაქტი 

იაპონელმა ესპანური კლუბი დატოვა 

ლესტერის ყოფილმა თავდამსხმელმა შინჯი ოკაზაკიმ მალაგასთან გაფორმებული კონტრაქტი 34 დღეში გაწყვიტა. 

 

იაპონელმა თავდამსხმელმა, გასულ ზაფხულს, მელიებში გატარებული 4 სეზონის შემდეგ, პრემიერლიგური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და და სეგუნდა დივიზიონის ბინადარ მალაგასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, დაახლოებით ერთ თვეში, ოკაზაკიმ კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა - მალაგამ ფეხბურთელს კუთვნილი ხელფასი ვერ გადაუხადა. 

 

"გამარჯობა მალაგისტებო. პირველ რიგში, მადლობას გიხდით იმ სიყვარულისა და თბილი დამოკიდებულებისთვის, რომელიც ამ მოკლე პერიოდში ჩემთან მიმართებაში გამოავლინეთ. 

 

ჩემს თანაგუნდელებს და სტაფს მინდა მადლობა გადავუხადო, დავემშვიდობო და წარმატება ვუსურვო. მათ თავი სახლში მაგრძნობინეს. არასდროს, არ დამავიწყდება ის დრო, რომელიც მალაგაში გავატარე. 


თუ ერთ დღეს მომეცემა შესაძლებლობა, რომ მალაგას მაისურით ისევ ვითამაშო, დაუფიქრებლად დავთანხმდები",-დაწერა 33 წლის შემტევმა Twitter-ზე.

 

Shinji Okazaki Malaga Contract Terminated After Just 34 Days

 

ოკაზაკი ამჟამად თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ფეხბურთელს იმედი აქვს, რომელიმე კლუბთან კონტრაქტს მალე გააფორმებს. 

 


არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში პარაგვაისა და მიანმარის წინააღმდეგ შინჯი იაპონიის ნაკრებში არ გამოიძახეს.

 


ოკაზაკი ლესტერში 2015 წელს, მაინციდან გადავიდა, 135 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და კლაუდიო რანიერის სენსაციის შემოქმედი გუნდის წევრი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის მოგება მოახერხა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.