ჩანი და მანჯუკიჩი ლიგის განაცხადს მიღმა

ფეხბურთელებს კარისკენ მიუთითეს

იუვენტუსი ყველანაირად ცდილობს მარიო მანჯუკიჩი და ემრე ჩანი გუნდიდან გაუშვას. ტურინელებმა ფეხბურთელებს თავი ზედმეტად ნამდვილად აგრძნობინეს, როცა ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვეს.

 

ამის გამო უკმაყოფილება გერმანელმა ფეხბურთელმა არ დამალა

 

„ეს ჩემთვის შოკი იყო, რადგან გასულ კვირას გუნდი სხვა რამეს დამპირდა. გუშინ მწვრთნელმა დამირეკა და 1 წუთზე ნაკლებ დროში მითხრა, რომ ლიგის განაცხადში არ შემიყვანა. მიზეზიც არ ამიხსნა ასე რატომ მოიქცა.

 

მე და ჩემი აგენტი სხვადასხვა კლუბებს ვესაუბრებოდით, მათ შორის პსჟ-ს, თუმცა  იუვენტუსის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა რომ დავრჩენილიყავი. ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტი ფაქტორი იყო“,  - თქვა ემრე ჩანმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.