ამერიკის ღია პირველობა: 1/4 ფინალისტების მეორე ნაკადი (+ვიდეო მიმოხილვა)

ყველა მეოთხედ ფინალისტი გამოვლინდა

ამერიკის ღია პირველობაზე ყველა 1/8 ფინალური შეხვედრა დასრულდა. 2 სექტემებრს დღის პირველი თამაში ქალთა თანრიგში გაიმართა, ხორვატმა დონა ვეკიჩმა, გერმანელი ჯულია ჯორჯესი 3 სეტში (6-7; 7-5; 6-3) დაამარცხა.

 

დღის შემდეგი შეხვედრა, გერმანელ  ალექსანდრ ზვერევს და არგენტინელ დიეგო შვარცმანს ეკუთვნით. შვარცმანმა მეტოქე 4 სეტში (6-3; 2-6; 4-6; 3-6) დაამარცხა.

 

ქალთა რეიტინგის 1-მა ჩოგანმა ნაომი ოსაკამ ტიტული ვერ დაიცვა, იაპონელი ძალიან მაგარ ფორმაში მყოფმა შვეიცარიელმა, ბელინდა ბენჩიჩმა 2 სეტში (5-7; 4-6) დაამარცხა.

 

იტალიელმა მატეო ბერეტინიმ, რუსი ანდრეი რუბლევი აუღელვებლად 3 სეტში (1-6; 4-6; 6-7) დაამარცხა.

 

ბელგიელმა ელისა მერტენსმა, ამერიკელი კრისტიე ანი 2 სეტში (1-6; 1-6) გაანადგურა.

 

ფრანგმა გაელ მონფისმა, ესპანელი მეტოქეს პაბლო ანდუხარ ალბას ძალიან იოლად 3 სეტში სძლია (6-1; 6-2; 6-2) 

 

ძალიან ნიჭიერმა და პერსეპქტიულმა 19 წლის კანადელმა, ბიანკა ანდრეესკუმ, ამერიკელი მეტოქე ტეილორ თაუნსენდი 3 სეტში (1-6; 6-4; 2-6) დაამარცხა.

 

რაფაელ ნადალმა და მარენ ჩილიჩმა 4 სეტი ითამაშეს, გამარჯვება ესპანელს დარჩა (3-6; 6-3; 1-6; 2-6)




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.