ფაბრეგასი: მესისნაირ ფეხბურთელს ვეღარ ვნახავთ

ჩვენ გვინახავს რონალდუ, ზიდანი, რონალდინიო და კიდევ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი, მესი კი მათ შორის საუკეთესოა

მონაკოს ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა მის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელზე ლეო მესიზე ისაუბრა. ესპანელმა თქვა, რომ არგენტინელის დონის ფეხბურთელს ვეღარ ვნახავთ, რადგან ის განუმეორებელია.

 

„იქნება ფეხბურთში მესისნაირი მოთამაშე? დამერწმუნეთ არა. მისი დონის ფეხბურთელს ვეღარ ვნახავთ. ჩვენ გვინახავს რონალდუ, ზიდანი, რონალდინიო და ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი. მათ შორის მესი საუკეთესოა. იგი ბარსელონაში მე-16 სეზონს ატარებს და მუდმივად უმაღლეს დონეზეა. მახსოვს ლეომ ერთხელ ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა გოლი, შემდეგ არგენტინის ნაკრებში გაემგზავრა და დაბრუნების შემდეგ, ჰეთთრიკი შეასრულა,“-თქვა მონეგასკთა შუახაზელმა.

 

შეგახსენებთ, რომ მესი და ფაბრეგასი ბარსელონაში ერთად 2011-14 წლებში თამაშობდნენ და არაერთი ტიტული მოიგეს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.