ბარსას გასახდელში უკმაყოფილებაა

ბარსაში ყველაფერი რიგზე არ არის

ბარსელონას გასახდელში ყველაფერი რიგზე არ არის. გუნდის ბევრი ფეხბურთელი თავს მოტყუებულად გრძნობს, ყველაფერი კი სატრანსფერო ფანჯარას უკავშირდება.

 

ნეიმარის დაბრუნება მესის და სუარესს ძალიან სურთ, თუმცა დარწმუნებულნი არ არიან, რომ ხელმძღვანელობამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

 

რაკიტიჩი კატალონიაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ვალვერდემ ლა ლიგის გახსნით შეხვედრაში არ ათამაშა, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ უნდოდათ ხორვატი ნეიმარში გაეცვალათ.

 

დემბელე პროფსეიონალიზმით არასდროს გამოირჩეოდა. ახლაც არ წყვეტს მესიზე საუბარს, თანაც იმ ფონზე, რომ არგენტინელის გარეშე ბარსამ სამ თამაშში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.