"მიზეზიც არ ამიხსნეს, აღშფოთებული და შოკირებული ვარ" - ჩანი ლიგის მიღმა დარჩა

აღარც ლივერპული, აღარც იუვენტუსი 

 

მარიო მანჯუკიჩი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი აქვს გატანილი, ტურინის იუვენტუსმა ამ ტურნირის განაცხადს მიღმა დატოვა. 

 


ხორვატიის ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელის გარდა, 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა ემრე ჩანიც, რომელიც ბებერმა ქალბატონმა ლივერპულიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. 

 


25 წლის ნახევარმცველი გაბრაზებული და შოკირებულია. გერმანელი ფეხბურთელი ბიანკონერის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. bild-თან ინტერვიუში, ჩანი ამბობს, რომ მას პსჟ-ში გადასვლის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა იუვენტუსი მას უკეთეს პირობებს დაპირდა, რომელიც სისრულეში ვერ მოიყვანა. 

 

 


"შოკირებული ვარ. ჩვენი საუბარი მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა და ვერ გავიგე მომხდარის მიზეზი. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. 

 


გავაკეთებ საკუთარ დასკვნებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ, კლუბში სერიოზული საუბარი მომიწევს. 

 

წინა კვირას, პსჟ-სგან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ კლუბში პირობა დამიდეს და წასვლა გადამაფიქრებინეს, დამარწმუნეს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებდი, ახლა კი ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა",-თქვა ემრე ჩანმა.

 


ჩანს პრობლემები ლივერპულშიც ჰქონდა, ის ითხოვდა, რომ ენფილდზე მოთამაშე ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გამხდარიყო, რაზეც იურგენ კლოპისგან უარი მიიღო და კონტრაქტის ამოწურვისთანავე იტალიას მიაშურა. მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ, ემრე მაურიციო სარის გეგმების ნაწილი არ აღმოჩნდა

 


იმედგაცრუებულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ჩანს, რომელიც ორი კურდღლის დევნის შემდეგ, ხელცარიელი დარჩა, ფეხბურთის გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ეხუმრებიან. 

 

 

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.