მგლები

პუერტო რიკომ გაძლო. გუნდი ეპიზოდებში ოდნავ ფორსირებულად თამაშობდა, მაგრამ ჩანდა, რომ ეს არ იყო მაქსიმუმი. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. C  ჯგუფი

პუერტო რიკო - ტუნისი  67:64 (19:18, 19:14, 14:23, 15:9)

პუერტო რიკო: ბალკმანი (14+9 მოხსნა+4 დაფარება), დავიდ უერტასი (10).

ტუნისი: მეჯრი (14+9 მოხსნა), აბრადა (14+6 ჩაჭრა+5 მოხსნა), როლი (13+5 მოხსნა+5 პასი), ბენ რომდანე (12+9 მოხსნა+4 პასი).

ვარსკვლავი: რენალდო ბალკმანი.

 

ვინც იგებდა, შემდეგ რაუნდში გადადიოდა. ქაღალდზე, უკეთესი იყო პუერტო რიკო, მაგრამ ტუნისი არ თმობს არც ერთ სანტიმეტრს და ტუნისს შეეძლო მოგება. ოდნავ უკეთ რომ ეთამაშა ბოლო მეოთხედის ბოლო წუთებზე.

ტუნისი ძალიან კარგი იყო. გუნდი ყურადღებით იდგა საკუთარ სამწამიანში და მაქსიმალურად ხისტად იცავდა თავს. ტუნისმა ძირითადის დასრულებამდე 4 წუთით და 34 წამით ადრე 64:59 წაიყვანა. და დარჩენილ დროში ქულა ვერ აიღო.

პუერტო რიკომ ბოლო სროლა გარი ბრაუნს მისცა და ისრაელის ჩემპიონატის პოპულარულმა მსროლელმა ეს შანსი გამოიყენა. ბრაუნი იყო კარგი შემდეგ ეპიზოდშიც, როდესაც მან თანაგუნდელებთან ერთად შეუშალა ხელი ბენ რომდანეს.

პუერტო რიკომ გაძლო. გუნდი ეპიზოდებში ოდნავ ფორსირებულად თამაშობდა, მაგრამ ჩანდა, რომ ეს არ იყო მაქსიმუმი. პუერტო რიკოს ყველა მოთამაშე მგელივით იცავდა საკუთარ ტერიტორიას.

და, ძალიან კარგი იყო NBA-ს ვეტერანი რენალდო ბალკმანი. რომელიც მატჩის MVP გახდა.