ამერიკის ღია პირველობა: 1/4 ფინალური შეხვედრები (+ვიდეო მიმოხილვა)

ნახევარფინალისტების პირველი ნაკადი გარკვეულია

3 სექტემბერს, ამერიკის ღია პირველობის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღე ქალთა წყვილმა გახსნა, ელინა სვიტოლინა, ჯოანა კონტას დაუპირისპირდა და 2 სეტში (6-4; 6-4) დაამარცხა.

დღის მეორე შეხვედრა, რუს დანიელ მედვედევსა და შვეიცარეილ სტენ ვავრინკას შორის გაიმართა, 1/2 ფინალური ეტაპის საგზური რუსმა მოიპოვა, მან მეტოქე 4 სეტში (6-7; 3-6; 6-3; 1-6) დაამარცხა.

 

ქალთა თანრიგში მეორე ნახევარფინალისტიც გამოვლინდა, სერენა უილიამსმა, ჩინელი მეტოქე ქიან ვანგი, ორ სეტში (6-1; 6-0) გაანადგურა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.