ხამესი დანიელა ოსპინამ დაიცვა - ყოფილიც ასეთი უნდა

დანიელა ოსპინა დავიდ ოსპინას დაა...

ხამეს როდრიგესს ბოლო პერიოდია კრიტიკა არ აკლია. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ის ყოფილი შეყვარებულის დასაცავი გახდა, კოლუმბიელის ადრინდელი სიყვარული კი დავიდ ოსპინას და - დანიელა ოსპინაა. ფეხბურთელის შესახებ უარყოფითად ბოლოს კოლუმბიის ნაკრების ექიმმა ისაუბრა. მისი თქმით, ხამესი წარბების და თმების კორექციაზე მეტს ფიქრობს, ვიდრე ვარჯიშზე.

 

„არ ვიცი ხამესს დაცვა რატომ სჭირდება, მაგრამ ამ ბოლო დროს სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა. მის შესახებ ჩემზე მეტი არავინ იცის და მინდა გითხრათ, რომ საოცრად დისციპლინირებული ადამიანია.

 

ცხოვრებამ მას რეალში მეორე შანსი მისცა და იმედი მაქვს რომ გამოიყენებს. მის პროფესიონალიზმზე აგდებით საუბარი ჩემთვისაც კი შეურაცხმყოფელია. მხოლოდ ახლობლებმა იციან, რა შრომა უწევს რომ საუკეთესო ფორმა შეინარჩუნოს“, - თქვა დანიელა ოსპინამ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.