მეგაგუნდი

იტალიამ ითამაშა ნომინალური ცენტრის გარეშე. და, იტალია დაიკუჭა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. D  ჯგუფი

იტალია  - სერბეთი  77:92 (23:28, 19:22, 15:20, 20:22)

იტალია: გალინარი (26+8 მოხსნა), ბელინელი (15+4 პასი), ჰაკეტი (13), ჯენტილე (11).

სერბეთი: ბოგდანოვიჩი (31+5 პასი+5 ჩაჭრა+4 მოხსნა), იოკიჩი (15+6 მოხსნა+4 პასი), რადულიცა (12), იოვიჩი (11+6 მოხსნა+3 პასი), ბიელიცა (5+9 პასი+7 მოხსნა).

ვარსკვლავი: ბოგდან ბოგდანოვიჩი.

 

სერბეთი მანქანაა. გუნდი, რომელსაც ყველა მოწინააღმდეგესთან ექნება რამდენიმე სათადარიგო გეგმა. გუნდი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია. გუნდი, რომელსაც ამ ეტაპზე, გამძლეობით მხოლოდ ამერიკა თუ გაუქაჩავს. და, გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული მისია და ეს არის ჩემპიონობა. შეიძლება, ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ ეს სერბეთი იდეალურად გამოიყურება. სერბეთი თამაშობს კარგ, ეფექტურ, შედეგზე და იმპროვიზაციაზე გათვლილ კალათბურთს. და სერბეთი არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე.

მიეცი თავისუფლება და ბოგდან ბოგდანოვიჩი დაგჭრის, დაგცლის სისხლისგან. იტალიასთან ბიჭმა დამარხა ყველა, ვინც კი პერსონალურად მისი გაჩერება სცადა. ის იყო უფრო სწრაფი, უფრო კარგი იმპროვიზატორი, უფრო აკურატული დამცველი და ბოგდანოვიჩმა გულით ითამაშა. სერბეთმა ეს მიიღო. დღეს, საუკეთესო იყო ბოგდანოვიჩი, ხვალ - შეიძლება, ნიკოლა იოკიჩი. ზეგ - უკვე სულ სხვა პერსონაჟი. თუნდაც, ნემანია ბიელიცა, რომელიც კრეატივში პელე იყო. სერბეთმა მაღლები იდეალურად გამოიყენა.

იტალიამ ითამაშა ნომინალური ცენტრის გარეშე. და, იტალია დაიკუჭა. იტალიამ ითამაშა ვარსკვლავებზე. და სერბეთს მეტი ძლიერი მოთამაშე ჰყავს. იტალია მესამე მეოთხედშიც ახლოს იყო, მაგრამ სერბეთმა ბოლო გაქცევა დაარტყა და იტალია დადგა, ვერ ამოისუნთქა.

ჯერ ადრეა, მაგრამ....მაინც, სერბეთი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.