ჩინეთში ცოტა ჩინეთია

ვერ აგდებდა გუნდის ლიდერი ჰაისლერ გილანტი? რა პრობლემაა, მწვრთნელები ბრძოლაში სხვას აგდებდნენ და ყულაბა ივსებოდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. A  ჯგუფი

ვენესუელა - ჩინეთი 72:59 (18:10, 15:13, 18:18, 21:18)

ვენესუელა: გილანტი (15+8 პასი), ლიუისი (13), ვარგასი (12), კოლმენარეში (11+7 მოხსნა).

ჩინეთი: ფანი (13), ჭაო (12), ქსიანლიანი (11+8 მოხსნა).

ვარსკვლავი: ჰაისლერ გილანტი.

 

ვენესუელა შემდეგ რაუნდში ითამაშებს და ჩინეთი - ქვედა დონეზე დარჩა, ვერ გაქაჩა. ჩინეთი ჩინეთში ცოტა იყო, მორჩა. ჩინეთმა წააგო მატჩი, რომლის მოგება ვენესუელას უფრო უნდოდა. და, ჩინეთმა წააგო თამაში, რომლის მოგება ვენესუელამ უკეთ იცოდა.

ვენესუელამ ძალიან კარგად გამოიყენა რესურსი. ჩინეთთან ქულა 10-მა მოთამაშემ აკრიფა. მწვრთნელები რაციონალურად ანაწილებდნენ დროს და ნდობას და ბიჭებიც ბოლომდე მიდიოდნენ, ბოლომდე აწვებოდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ.

ვერ აგდებდა გუნდის ლიდერი ჰაისლერ გილანტი? რა პრობლემაა, მწვრთნელები ბრძოლაში სხვას აგდებდნენ და ყულაბა ივსებოდა. ჩინეთი ვერ მიხვდა, ვისგან უნდა დაეცვა თავი და როდესაც გაიარა აკლიმატიზაცია, თამაში უკვე დამთავრებული იყო.

ვენესუელამ მთელი შეხვედრა იდეალურად წაიყვანა. გუნდი მზად იყო ჩინეთის ყველა დარტყმისთვის და ვენესუელამ გაძლო. და, რაც მთავარია, დაიჯერა, რომ ჩინეთში ჩინეთის დაგდებაც შეიძლება.

ძალიან მაგარი იყო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.