ვან დეიკი ისევ საუკეთესოა

ჰოლანდიელი მცველი პირველობას არ თმობს

სუავკას მონაცემებით ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დეიკი ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია. ბარსელონასთან 0:3 წაგებულ 1/2 ფინალში დამატებულ წუთებზე ჰოლანდიელმა 34.5 კილომეტრი სიჩქარით გაირბინა. ამ კომპონენტში მეორე ადგილზე ლეროი სანე გავიდა, რომელმაც ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ 34.5 კმ/სთ განავითარა, სამეულს კი კაილ ვოკერი ასრულებს. ტოტენჰემის წინააღმდეგ მან 34.2 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.

 

შეგახსენებთ, რომ ვან დეიკი უეფას ვერსიით წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ისეთ კონკურენტებს აჯობა როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან. წინა სეზონში ჰოლანდიელმა ლივერპულის მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.