აშშ-ს ღია პირველობა: ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ნადალი და სხვები 

რაფაელ ნადალი აშშ-ს ღია პირველობის ნახევარფინალშია. ესპანელმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანს სამ სეტში - 6:4, 7:5, 6:2 მოუგო.


რაფამ 5 ეისი ჩააგდო, მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯამში 19 გეიმი მოიგო, აქედან 4 კი ზედიზედ. 

 

ნახევარფინალში 33 წლის ლეგენდა იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება, რომელმაც წინა რაუნდში გათამაშებიდან გაელ მონფილსი გამოთიშა. 

 

პარალელურ წყვილში ერთმანეთს დანილ მედვედევი და გრიგორ დიმიტროვი ხვდებიან. 


ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში სტენ ვავრინკასთან დამარცხდა.