ფორლანი: ბარსელონა და რეალი ბერდებიან, ატლეტიკოს უპირატესობა ექნება 

ვეტერანმა ურუგვაელმა მადრიდელთა საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა 

 

 

 

მადრიდის ატლეტიკოს და ურუგვაის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ლა ლიგის წამყვანი კლუბების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. 


"ვიცი, რომ მადრიდის რეალს და ბარსელონას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ამ კომპონენტში არც ატლეტიკოს უჭირს. მათ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატეს, მაგალითად, ჟოაო ფელიში. ამავე დროს, როხიბლანკოში თამაშობს დიეგო კოშტა, რომელსაც ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს. 


ატლეტიკომ გუნდი განაახლა და სეზონი შესანიშნავად დაიწყო. საინტერესოა, რას იზამენ სეზონის ბოლოს, მაგრამ სტარტი ნამდვილად შთამბეჭდავია. 


ატლეტიკო ტიტულისთვის იბრძოლებს, ისევე როგორც წინა წლებში. ბარსელონასა და რეალთან განსხვავება მცირდება, ვინაიდან, ის ფეხბურთელები, რომლებმაც ამ კლუბების დიადი ისტორია შექმნეს, უკვე ბერდებიან. ეს ატლეტიკოსთვის უპირატესობა იქნება",-თქვა ფორლანმა


40 წლის ფორვარდმა მადრიდულ კლუბში კარიერის საუკეთესო პერიოდში - 2007-11 წლებში ითამაშა 96 გოლი გაიტანა, ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.