ალექსის სანჩესი: ევროპაში თამაში კიდევ მინდა 

ჩილელი კარიერის სხვა კონტინენტზე გაგრძელებას ამ ეტაპზე არ აპირებს  

ალექსის სანჩესი მილანის ინტერში გადასვლის შემდეგ, განსაკუთრებულად მოტივირებულია. როგორც ჩანს, მას მანჩესტერ იუნაიტედში ხანგრძლივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომის შემდეგ, საფეხბურთო მოედანზე დაბრუნება ახარებს და კარიერის ევროპის ფარგლებს მიღმა გაგრძელებაზე არ ფიქრობს. 


"შემოთავაზებები ყოველთვის მაქვს. გავიგე მაიამის ინტერის ინტერესის შესახებაც, მაგრამ ევროპაში დარჩენას ჯერ კიდევ ვაპირებ. მინდა აქ 5-6 წლის განმავლობაში ვითამაშო. 


წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს შეიძლება აშშ-ში გადავიდე, მაგრამ ამისთვის ჯერ ადრეა. ამჟამად MLS ვითარდება და იხვეწება, მერე კი ვნახოთ",-თქვა 30 წლის თავდამსხმელმა. 
 

 

ნერაძურიმ სანჩესი წითელი ეშმაკებიდან აგვისტოს ბოლოს, ერთწლიანი იჯარით დაიმატა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.