ვან გაალი: ბარსელონა დე იონგს ვერ გამოიყენებს 

ბარსას და აიაქსის ყოფილმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ტალანტის შესახებ ისაუბრა 

გამოცდილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა, რომელიც წარსულში ბარსელონას და აიაქსს თავკაცობდა, თქვა, რომ კატალონიელებს მათი ახალი შენაძენის ფრენკი დე იონგის ტალანტის სრულად გამოყენება არ შეუძლიათ. 


"მე დე იონგს კარგად ვიცნობ, ვიცი მისი ნიჭი და ვფიქრობ, რომ ბარსელონას არ შეუძლია ის სრულფასოვნად გამოიყენოს",-თქვა ვან გაალმა


დე იონგმა შარშან იოჰან კრუიფის ჯილდო მიიღო. ამ აღიარებას ჰოლანდიაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევენ. 


დე იონგი, რომელიც ამსტერდამის აიაქსის აკადემიის აღზრდილია და ჰოლანდიის ჩემპიონის წინა ფანტასტიკურ სეზონში, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ, ბლაუგრანამ გასულ ზაფხულს, 75 მილიონ ევროდ შეიძინა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.