ბალოტელიმ ახალ კლუბში პირველად ითამაშა 

მარიო სეზონის სტარტს გამოტოვებს

 

მარიო ბალოტელიმ ახალ კლუბში პირველად ითამაშა - იტალიელმა ბრეშას ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 


ბრეშა მანტოვას დაუპირისპირდა და 5:1 მოუგო, ბალოტელის არ გაუტანია, თუმცა ანგარიში მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის დამატებაზე გავიდა. 


29 წლის თავდამსხმელი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ნიცადან მარსელში განათხოვრებით თამაშის შემდეგ, ბავშვობის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა. 


მარიო სეზონის სტარტს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, რომელიც მან წინა სეზონის ბოლოს მიიღო. 

 

სერია A-ში დაბრუნებულ ბრეშას ორ ტურში სამი ქულა აქვს. ​




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.