არსენ ვენგერი: უმუშევრობას ვერ შევეგუები 

არსენალის ყოფილი მწვრთნელი: რამდენიმე შემოთავაზება მაქვს 

არსენ ვენგერს სამწვრთნელო საქმიანობა მოენატრა. 69 წლის სპეციალისტი შარშან მაისში, ლონდონის არსენალის დატოვების შემდეგ, უმუშევარია. 


"იმ ფაქტს ვერ შევეგუები, რომ მწვრთნელად აღარასდროს ვიმუშავებ. მუშაობა ისევ მინდა. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მსურს ცოტა კიდევ დავისვენო და დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად საკადრისად მოვემზადო",-თქვა ფრანგმა მწვრთნელმა.


ვენგერმა არსენალში 22 წელიწადი გაატარა, რა დროშიც 3-ჯერ პრემიერლიგა, 7-ჯერ ინგლისის თასი და 7-ჯერ სუპერთასი მოიგო, გარდა ამისა, 2006 წელს არსენალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა (ბარსელონასთან 1:2). სწორედ ვენგერის მეთაურობით დაამყარეს მეთოფეებმა რეკორდი - პრემიერლიგა წაუგებლად და ჩემპიონობით დაასრულეს (2004 წელს). 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.