რეალმა ბეილი ვერ გადაარჩინა 

პროტესტი არ დაკმაყოფილდა 

 

ლა ლიგის მესამე ტურში, გარეთ ბეილმა ვილიარეალთან (2:2) დუბლი შეასრულა, 2 ყვითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად მოედანი დატოვა. 


მატჩის შემდეგ, სამეფო კლუბმა მეორე ყვითელი ბარათის ჩვენების ეპიზოდი გააპროტესტა, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა ბლანკოსებს ყური არ ათხოვა და სტანდარტული სასჯელი უცვლელი დატოვა - ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია.

 
დედაქალაქელებს 3 ტურში 5 ქულა აქვთ და ლა ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებენ. შემდეგი შეხვედრა რეალს ლევანტესთან ელის.