ალისონი: იაშინმა აჩვენა, თუ რა რთულია მეკარისთვის ოქროს ბურთის მოგება 

ლივერპულის მეკარე პრესტიჟულ ჯილდოზე საუბრობს

 

ლივერპულის და ბრაზილიის ნაკრების მეკარემ ალისონ ბეკერმა "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგების შესახებ ისაუბრა. 


"მეკარეები უფრო და უფრო აუმჯობესებენ თავიანთ თამაშს. რა თქმა უნდა, მათ როგორც ხელით, ისე ფეხით კარგად უნდა ითამაშონ, ვინაიდან შეტევების უმეტესობა ასე იწყება. გარდა ამისა, მეკარეები მოედნის მთელ პერიმეტრს ხედავენ და მათ გუნდის ხელმძღვანელობა უნდა შეეძლოთ. 


განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მეკარეებს გოლი არ გააქვთ, პირიქით, ისინი ამას ხელს უშლიან. ქომაგებს გოლის აღნიშვნა უყვართ, ეს ფეხბურთის საუკეთესო მომენტია. ეს არის ის, რაც მოედნის მოთამაშეებს მეკარესთან მცირე უპირატესობას აძლევს. 


"ოქროს ბურთის" მოგება ცხადია დიდებული იქნებოდა, მაგრამ მირჩევნია ამაზე არ ვიფიქრო. მას მერე, რაც ბოლოს "ოქროს ბურთი" მეკარემ მოიგო (ლევ იაშინმა), 56 წელიწადი გავიდა, ეს იმას ნიშნავს, თუ რა რთულია მეკარისთვის ამ ამოცანის შესრულება",-თქვა ალისონმა. 


ალისონმა წინა სეზონში ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკა მოიგო და ევროპის წლის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.