კეპა სარისთან ინციდენტზე: მომხდარით არ ვამაყობ 

ესპანელმა მეკარემ ლიგის თასის ფინალი გაიხსენა

ჩელსის მეკარე კეპა არისაბალაგა მაურიციო სარისთან დაპირისპირების ეპიზოდს იხსენებს. ინგლისის ლიგის თასის ფინალში, მანჩესტერ სიტისთან, პენალტების სერიის მოახლოების დროს, იტალიელმა სპეციალისტმა ესპანელი გოლკიპერის შეცვლა დააპირა, თუმცა ეს უკანასკნელი მტკიცე უარზე დადგა. 


"მომხდარით არ ვამაყობ. ასეთ სიტუაციაში მანამდე არასდროს ვყოფილვარ. სარი ფიქრობდა, რომ მე ტრავმირებული ვიყავი, მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა. 


მომხდარის გამო ყველას მოვუბოდიშე. სარიმ ამიხსნა, თუ რა უხერხულად გრძნობდა იმ მომენტში თავს. იმ კვირაში ყურადღების ცენტრში ვიყავი. 


თასის ფინალის მეორე დღეს გუნდის შიგნით ყველაფერი მოგვარდა",-თქვა 24 წლის მეკარემ. 


პენალტების სერიაში ქალაქელებმა არისტოკრატებს 5:4 მოუგეს და ტიტულს ბოლო 6 წელიწადში მეოთხედ დაეუფლნენ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.