იკარდის ფინანსური მოგება 

არგენტინელს პარიზში გაორმაგებული ხელფასი დახვდა 

 

მაურო იკარდისთვის პსჟ-ში გადასვლა ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი აღმოჩნდა. 


Sky Sport Italia-ს ცნობით, პარი სენ-ჟერმენში 26 წლის თავდამსხმელი წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსის სახით კი 2 მილიონს. ეს ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე არგენტინელი ინტერში გამოიმუშავებდა. 


პარკ დე პრენსის ბინადრებმა ფორვარდი ნერაძურიდან ერთი სეზონით ინათხოვრეს, გაისად მათ ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. 


იკარდი ინტერში 2013 წლიდან თამაშობს და მილანელთა მაისურით 219 შეხვედრაში 124 გოლი აქვს გატანილი. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.