მხითარიანი: ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ფეხები არ კმარა 

"ყველაფერი ბოლო წუთს გადაწყდა"

რომაში განათხოვრების შესახებ, სომეხმა შემტევმა ჰენრიხ მხითარიანმა კომენტარი გააკეთა. 


"ყველაფერი ბოლო წუთს გადაწყდა. კონკრეტულად კი ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ. აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ მეორე დღეს რომში უნდა გავფრენილიყავი და სამედიცინო შემოწმება გამევლო, მერე კი კონტრაქტსაც გავაფორმებდი. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რადგან არსენალში საკმარისი სათამაშო დრო არ მეძლეოდა. 


დიდი ხანია, მოედანზე 90 წუთი არ გამიტარებია, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. რეგულარულად ვვარჯიშობ.

 

ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ფეხები არ კმარა, ამისთვის გონებაც აუცილებელია. თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ყველაფერი შესაძლებელია",-თქვა 30 წლის ნახევარმცველმა.

 

მხითარიანი არსენალში მანჩესტერ იუნაიტედიდან შარშან ზამთარში, კლუბებს შორის მომხდარი გაცვლის შედეგად გადავიდა - წითელმა ეშმაკებმა სანაცვლოდ ალექსის სანჩესი მიიღეს. ისე მოხდა, რომ საკმარისი სათამაშო დრო ვერცერთმა მათგანმა მიიღო, დღეს კი ორივე მათგანი სერიაა A-შია განათხოვრებული. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.