იუვენტუსის შავი სია

მაურისიო სარი მათი თამაშით უკმაყოფილოა და ორივე მათგანი მალე გუნდს დატოვებს

ტურინის იუვენტუსი იანვარში მინიმუმ 2 ფეხბურთელს გაყიდის. იტალიური პრესის ცნობით, ბიანკონერი მარიო მანჯუკიჩისა და ემრე ჩანის გასხვისებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ მაურისიო სარიმ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არც ერთი მათგანი არ შეიყვანა.

 

მანჯუკიჩი იუვენტუსში 2015 წელს ატლეტიკოდან გადავიდა და თავიდანვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ისიც სათქმელია, რომ ხორვატს წინა სეზონი არცთუ ისე კარგი ჰქონდა. რაც შეეხება ჩანს, გერმანელი ბებერ ქალბატონს შარშან ზაფხულში შეუერთდა. როგორც ჩანს საყრდენმა იმედები ვერ გაამართლა და სწორედ ამიტომ სურთ მისი გასხვისება.

 

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში იუვენტუსმა 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. მესამე ტურში იტალიელები ფიორენტინას ესტუმრებიან. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.