კანადის ღირსებისთვის, კორი

სენეგალი ერთი მეოთხედით ყველასთან შესანიშნავი იყო. ერთი მეოთხედით სენეგალი სულ მცირე, ნახევარფინალს იმსახურებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი. H  ჯგუფი

კანადა - სენეგალი 82:60  (11:22, 22:10, 26:14, 23:14)

კანადა: ჯოზეფი (24+2 ჩაჭრა), პანგოსი (13+5 მოხსნა+5 პასი), ეჯიმი (11+8 მოხსნა), ბირჩი (6+10 მოხსნა+3 ჩაჭრა+დაფარება).

სენეგალი: ფაიე (14), სამბე (10+5 პასი), ნდური (9+12 მოხსნა).

ვარსკვლავი: კორი ჯოზეფი.

 

სან ანტონიოში კორი ჯოზეფი გრეგ პოპოვიჩის დამჯერი სათამაშო იყო. გრეგი შეხვედრის წინ დაქოქავდა კორის და პატარა კაცი იწყებდა ნადირობას. ხანდახან, მას მეტოქის ყველაზე სახიფათო კაცს აძლევდნენ დასაძიძგნად დ კორი ამაყად იწყებდა მისიის შესრულებას. ხანდახან, კორი შეცდომებს უშვებდა და ეს ზედმეტი მონდომებისგან მოსდიოდა. და, ძირითადად, ჯოზეფი იყო კარგი ჯარისკაცი, რომელიც იღებდა მთავარი მწვრთნელის და თანაგუნდელების მადლობას. კორი ჯოზეფი ამ ჩემპიონატზე კანადის ნაკრების ყველაზე ჩუმი, უემოციო ლიდერი გახდა. ისეთი მოთამაშე, როგორიც სან ანტონიოში იყო. პოპოვიჩის აკადემიის კიდევ ერთი ფრიადოსანი. კორი კარგი ბიჭია.  კანადის წარუმატებელი გამოსვლის ფონზე ლიდერობაზე საუბარი შეიძლება, არ მოსულა, მაგრამ კორიმ მადლობა დაიმსახურა. არა მხოლოდ კანადისგან. კორი სამაგალითოა. კანადამ ბოლო აკორდი ლამაზად აიღო.

სენეგალი ერთი მეოთხედით ყველასთან შესანიშნავი იყო. ერთი მეოთხედით სენეგალი სულ მცირე, ნახევარფინალს იმსახურებს და ასეთი ტემპებით, ეს ნაკრები სამი ჩემპიონატის შემდეგ ფინალს ითამაშებს. ნელ-ნელა დაიხვეწება და მეტსაც დაიმსახურებს. მანამდე, რაც არის - ეს არის. სენეგალმა მოიგო პირველი მეოთხედი და შემდეგ, კალათბურთს მხოლოდ კანადა თამაშობდა.

და, ჯოზეფმა დაგლიჯა. კორიმ არასრულ 30 წუთში 17 სროლიდან 9 გამოიყენა და მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა. ბრავო!