Roots, Bloody Roots, ანუ ლოცვა ბრაზილიურად

ბრაზილიამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბრაზილიამ ინსპირაციული კალათბურთი ითამაშა.

მსოფლიოს ჩემპიონატი. F  ჯგუფი

ბრაზილია - მონტენეგრო  84:73 (19:20, 24:18, 23:16, 18:19)

ბრაზილია: უერტასი (16+6 პასი), ფელისიო (14+8 მოხსნა), მარკინიოში (13), გარსია (11).

მონტენეგრო: ნიდჰემი (16+10 პასი), პეტარ პოპოვიჩი (10), დუბლიევიჩი (10).

ვარსკვლავი: მარსელინიო უერტასი.

 

მონტენეგრომ მძიმედ, უემოციოდ, დაშლილმა დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატი. ამ ნაკრებს მეტი უნდა გაეკეთებინა. ამ ნაკრებს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე (ნიკოლა ვუჩევიჩი) ჰყავდა და მწვრთნელებმა ეს ვერ გამოიყენეს. ეს ნაკრები ქაღალდზე ძალიან საინტერესო იყო და რეალურად, ტურნირის მთავარი იმედგაცრუება გახდა. მონტენეგროს გადაუხდიან მადლობას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშისთვის, მაგრამ ეს მადლობა არ იქნება მეგობრული, უფრო - პარტიული. მონტენეგრომ ტურნირი ჩააგდო.

ბრაზილიასთან თამაშის დროს, ერთ-ერთ წუთშესვენებაზე გაისმა ლეგენდარული Sepultura-ს Roots, Bloody Roots. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დი ჯეიმ დაგლიჯა. დი ჯეიმ ბრაზილიას ბრაზილიური სიმძიმე ჩაურთო და ეს იყო კიდევ ერთი „წადი შენი“ მონტენეგროს, რომელმაც იგივე ჟესტი ბრაზილიისგან კალათბურთით მიიღო. აზრზე არ ვარ, დარბაზში მყოფი აუდიტორიიდან რამდენს ესიამოვნა ეს სიმძიმე, მაგრამ ტალღა უფრო დიდი სიმძლავრით დაიძრა. მართლა ძალიან მაგარი იყო. წამოიღო.

ბრაზილიამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბრაზილიამ ინსპირაციული კალათბურთი ითამაშა.

ბრაზილია ამაყია.

ბრაზილია მზად არის შემდეგ რაუნდისთვის. და 36 წლის მარსელინიო უერტასმა ტურნირზე თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. კლასიკა იყო.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.