ნადალი: ჩემი წარმატების გასაღები ერთია

"ეს მაძლებინებდა"

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მისი წარმატებული კარიერის ხანგრძლივობის მიზეზს ასახელებს. 


"მჯერა, რომ მთელი ჩემი კარიერის წარმატების გასაღები არაფერია, გარდა მებრძოლი სულისა. ვფიქრობ, რომ მთელი კარიერისა და ცხოვრების განმავლობაში ძლიერი ხასიათი მაძლებინებდა და სირთულეებს მალახინებდა. ეს მეხმარებოდა, რომ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, ამავე დროს მშვიდი და მეტოქისადმი პატივისცემით განწყობილი ვყოფილიყავი. ყველა ქულის, გეიმის და სეტისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოდი. 


ქომაგები ამბობენ, რომ კორტზე მოწინააღმდეგეებს ვანადგურებ, მაგრამ მე ერთადერთი არ ვარ. მსოფლიოში ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ჩოგბურთელია მსგავსი მებრძოლი ხასიათით",-თქვა ნადალმა


33 წლის სპორტსმენმა კარიერაში 83 ტიტული მოიგო, აქედან 35 მასტერსის კატეგორიისა, ხოლო 18 დიდი სლემი. 


ნადალი აშშ-ს ღია პირველობის ნახევარფინალშია გასული, სადაც მეტოქედ იტალიელი მატეო ბერეტინი ჰყავს.