კინი: ხალხი ფიქრობს, რომ ფერგიუსონისთვის პრიორიტეტი მანჩესტერი იყო

მანჩესტერის ყოფილმა კაპიტანმა ლეგენდარული მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა. ირლანდიელმა საყრდენმა ლეგენდარული მწვრთნელი ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

 

„არ მაინტერესებს ფერგიუსონზე ვილაპარაკებ თუ რომის პაპზე. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. ადამიანები ფიქრობენ, რომ სერ ალექსისთვის პრიორიტეტი მანჩესტერი იყო, თუმცა ასე არაა. მან გუნდში საკუთარი შვილი მოიყვანა და იმდენი ქნა, რომ დარენმა პრემიერლიგის მედალი მიიღო. ფერგიმ მანჩესტერში ძმაც დაასაქმა, რომელიც ერთ-ერთი სკაუტი გახლდათ. სიმართლე გითხრათ მიკვირდა, რომ გუნდში მისი მეუღლეც არ მუშაობდა,“ - თქვა როი კინმა, რომელიც წითელ ეშმაკებში 1993-2005 წლებში თამაშობდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.