ცესკ ფაბრეგასი: ის მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება

ჩვენ რომ გუნდელები ვყოფილიყავით, მუდმივად იმაზე ვიფიქრებდი, რომ პასებით მომემარაგებინა

მონაკოს ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა ფრანგულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში, კილიან მბაპეზე ისაუბრა. ესპანელმა პსჟ-ს შემტევისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ კილიანი მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

 

„მბაპე ნამდვილი ფენომენია. დარწმუნებული ვარ მალე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კილიანი იქნება. ჩვენ რომ გუნდელები ვიყოთ, მუდმივად იმაზე ვიფიქრებდი, რომ მბაპე პასებით მომემარაგებინა. ის არამარტო სწრაფი, არამედ ძალიან ტექნიკური და ფეთქებადი ფეხბურთელია.

 

დამაგვირგვინებელ ფაზაში მოქმედებისას ტიერი ანრის და დიეგო კოშტას მაგონებს ხოლმე. მან კარგად იცის როგორ უნდა გაიხსნას და მომენტს ხშირად გოლად აქცევს,“ - თქვა ესპანელმა ნახევარმცველმა.  

 

შეგახსენებთ, რომ მბაპე ტრავმირებულია და პსჟ-ს მალე დაუბრუნდება. აქვე გეტყვით, რომ მისით მადრიდის რეალია დაინტერესებული და ბლანკოსში გადაბარგება თავად ფეხბურთელსაც სურს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.