ცინცაძე კვლავ ლეგიონერია

სამი ქართველი ერთ გუნდში

მათე ცინცაძე ამიერიდან იელგავაში ითამაშებს. ცნობილია, რომ ქართველი საყრდენი ლატვიელთა ღირსებას წლის ბოლომდე დაიცავს. შეგახსენებთ, რომ ცინცაძე ბოლოს ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა. რამდენიმე კვირის წინ მას გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მათემაც იმერლები დატოვა.

 

რაც შეეხება იელგავას, ლატვიის ჩემპიონატში გუნდს 27 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ცინცაძეს ახალ გუნდში ორი თანამემამულე დახვდება. ლატვიური კლუბში ირაკლი ბიძინაშვილი და გურამ ლუკავა თამაშობენ.

 

ცინცაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ორი შეხვედრა მან ქვეყნის მთავარ გუნდშიც ჩაატარა, მაშინ როცა ეროვნულ ნაკრებს კახა ცხადაძე თავკაცობდა. ტორპედოს გარდა მათეს თბილისის ლოკომოტივში, თბილისის დინამოში, პოლონურ პოგონში და რუსთავშიც უთამაშია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.