ამერიკის ღია პირველობა: 1/4 ფინალური შეხვედრები დასრულდა (+ვიდეო მიმოხილვა)

სლემი კულმინაციას უახლოვდება

4-5 სექტემბერს, ამერიკის ღია პირველობის 1/4 ფინალური შეხვედრები დასრულდა. სათამაშო დღე გოგონებმა გახსნეს, 21 წლის შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი, 23 წლის ხორვატს დონა ვეკიჩს დაუპირისპირდა და 2 სეტში (7-6; 6-3) დაამარცხა.

 

მომდევნო შეხვედრა იტალიელმა ბერეტინიმ და ფრანგა გაელ მონფისმა გამართეს და 5 სეტი ითამაშეს. მძიმე ბრზოლაში გამარჯვება 23 წლის ბერეტინის დარჩა, რომელმაც მეტოქე (3-6; 6-3; 6-2; 3-6; 7-6) დაამარცხა.

 

ანდრეესკუმ და მერტენსმა 3 სეტი ითამაშეს,  გამარჯვება ახალგაზრდა კანადელს, ბიანკა ანდრეესკუს დარჩა, მან ბელგიელი მერტენსი (3-6; 6-2; 6-3) დაამარცხა.

 

დღის ბოლო მატჩი, რაფაელ ნადალსა და დიეგო შვარცმანს შორის გაიმართა, ესპანელმა მეტოექს 3 სეტში (4-6; 5-7; 2-6) სძლია.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.