ნაკრებმა ბოლო წამს შეხვედრა გადაარჩინა - 2:2 (+ვიდეო)

ქართველები მთელი შეხვედრის განმავლობაში შეტევაში თამაშს ცდილობდნენ

საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები  მთელი მატჩის განმავლობაში შეტევაში თამაშს ცდილობდნენ და ეს ეპიზოდურად გამოსდიოდათ კიდეც. პირველი ტაიმში ჯვაროსნები უკეთ გამოიყურებოდნენ და ტაიმი ჯანო ანანიძის გოლით 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ორი გოლი მივიღეთ, ჰვანგმა თავი დუბლით გამოიჩინა და თამაში გადასარჩენი გაგვიხდა.  ანგარიშის გამთანაბრებელი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა - 2:2

 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე  გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს, კორეელებმა კი - 1.

 

საქართველოს ნაკრებში დებიუტი ზურა დავითაშვილს ჰქონდა, რომელიც პოზიციით ნახევარმცველია და ყაზანის რუბინში თამაშობს. ასევე, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდს ბუბა დაუშვილიც დაუბრუნდა

 

40’ ანანიძე - 0:1

47’ ჰვანგი - 1:1

85’ ჰვანგი - 2:1

90’ ქვილითაია - 2;2

 

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.