დიდი გასეირნება

რუდი გობერი ამ ტურნირზეც დაუნდობელი დამცველია და იუტას ცენტრიც უკეთესი იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატი. G  ჯგუფი

დიმინიკელთა რესპუბლიკა - საფრანგეთი  56:90 (8:18, 13:25, 19:25, 16:22)

დომინიკელთა რესპუბლიკა: ლიზი (12).

საფრანგეთი: დე კოლო (15+3 პასი), გობერი (13+8 მოხსნა), ლესო (13), ფურნიე (10).

ვარსკვლავი: ნანდო დე კოლო.

 

ძალიან რთულია საფრანგეთის პლიუსებზე, ან, საფრანგეთთან შეხვედრის შემდეგ, დომინიკელთა მინუსებზე საუბარი. ორივემ საშუალო დონეზე ითამაშა და ჩვენც რეალური, კანონზომიერი შედეგი მივიღეთ. საფრანგეთმა დაინდო მოწინააღმდეგე და ბოლომდე არ დაჩაგრა. დომინიკელთა რესპუბლიკამ საფრანგეთს მთელი 56 ქულა ჩაუგდო და ეს კარგი შედეგი იყო. ყველანაირი სარკაზმის გარეშე. საფრანგეთი მედლებისთვის იომებს და ეს, მეორე გუნდი - უკვე ბედნიერია, რომ ამ დონის ტურნირზე საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება.

საფრანგეთში ზედიზედ მეორედ ყველაზე შედეგიანი გახდა ნანდო დე კოლო. რომელიც ფეხის ტრავმით თამაშობს, მაგრამ უმატებს და ფლეი ოფისთვის (სადაც საფრანგეთი უნდა გავიდეს) საუკეთესო კონდიციებში შევა. დე კოლო ძალაა.

რუდი გობერი ამ ტურნირზეც დაუნდობელი დამცველია და იუტას ცენტრიც უკეთესი იქნება.

ევან ფურნიემ ჩასაგდები ვერ ჩააგდო, მაგრამ ნაკრები ამას მიიღებს. მთავარია, ბიჭმა უკეთეს გუნდებთან აკრიფოს.

და, საფრანგეთი ძალიან საშიშია. ყველასთვის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.