ბენზემა: ბეილი რაკეტა იყო, კრიშტიანუ გოლების მანქანა, მე კი...

ბენზემა ლეგენდარულ BBC-ზე საუბრობს...

BBC (ბეილი,  ბენზემა, რონალდუ)  ერთ დროს საფეხბურთო სამყაროს შიშის ზარს სცემდა. ეს მრისხანე შეტევა მას შემდეგ დაიშალა, რაც კრიშტიანუ იუვენტუსში გადავიდა. ერთად გატარებულ პერიოდზე, ბენზემამ ღიად საუბარი დაიწყო

 

„რა უნდა ქნა, როდესაც გვერდზე ისეთი რაკეტა გყავს, როგორიც ბეილია? ან ისეთი გოლების მანქანა, როგორიც რუნალდუა? სადღაც მათ შორის ხარ და მოედანზე შავი სამუშაო უნდა შეასრულო. 

 

ლიონში მომენტების დაგვირგვინება მევალებოდა, რეალში კი ასეთი რონალდუ იყო. მასთან ერთად, მოედანზე სხვა რამე მევალებოდა.

 

მართალია გოლები რონალდუს დროსაც გამქონდა, თუმცა მაშინ მე მომენტების შემქნა მიწევდა, სივრცეების გათავისუფლება...

 

ჩემთვის, მხოლოდ იმიტომ რომ 9 ნომერი ხარ, არ ნიშნავს რომ გოლიადორი იყო.

 

მე თამაშის განსხვავებული სტილი მაქვს", - თქვა ბენზემამ.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.