ახალგაზრდულმა გამარჯვებით დაიწყო

U 21-მა გორში ლიხტენშტეინი გაანადგურა

  

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე, ახალაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფის სადებიუტო მატჩში პირველი ტურის მომგებ ლიხტენშტეინს უმასპინძლა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

 

ახალგაზრდა ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მთელი სათამაშო დროის განმავლობაში პირველ ნომრად თამაშობდნენ.

 

მასპინძლებმა სახიფათო ეპიზოდები საწყისი წუთებიდანვე შექმნეს. ანგარიშის გახსნა ჯერ გიორგი არაბიძეს, მერე კი ვატო არველაძეს შეეძლო, მათი მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა, საბოლოოდ კი ეს ბექა ქავთარაძემ მოახერხა, რომელიც არაბიძის პასით მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.

 

ქართველებმა უპირატესობა მალე ორმადე გაზარდეს. 6 წუთში, მალის მიერ ფლანგიდან წამოწყებულ შეტევას და საჯარიმოში ჩაწოდებას დავით სამურკასოვი გამოეხმაურა - 2:0.

 

მეორე ტაიმში, ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. სტატისტიკურად ჩვენებმა მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს. ლიხტენშტეინს მთელი მატჩის განმავლობაში კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს და კთხურიც კი არ მოწუოდებია.

 

მალე უპირატესობა ანგარიშშიც გარდაისახა. საგოლე პასის შემდეგ, არაბიძემ გოლიც მიითვალა - U 21-ს კაპიტანმა 53-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

 

70-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ირაკლი ბუღრიძემ საჯარიმოში გათამაშებული კომბინაცია გოლით დაასრულა.

 

ამრიგად, ქართველებმა 4:0 მოიგეს, პირველი 3 ქულა მოიპოვეს და შემდეგ შეხვედრას აზერბაიჯანთან სტუმრად, 10 სექტემბერს გამართავენ.

 

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (ლაკვეხელიანი), კობოური, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი), არაბიძე (კოხრეიძე), ნინუა (კიტეიშვილი), არველაძე, ქავთარაძე (ბუღრიძე), სილაგაძე.

  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.