გვარდიოლამ კოუტინიოზე უარი თქვა

კატალონიელებმა ბრაზილიელი რამდენიმე კლუბს შესთავაზეს

ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო თავდაპირველად მანჩესტერ სიტის შესთავაზა, თუმცა გვარდიოლამ მასზე უარი თქვა.

 

MARCA-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა ის არა მხოლოდ ქალაქელებს, არამედ რამდენიმე კლუბს ერთდროულად შესთვაზეს.

 

საბოლოოდ, ბრაზილიელი ბაიერნმა 1 წლიანი იჯარით დაიმატა, რომელშიც 8.5 მილიონ ევროს გადაიხდის. თუ ფეხბურთელი გაცემულ ავანსს გაამართლებს, მიუნხენელებს მისი გამოსყიდვა 120  მილიონი ევრო დაუჯდებათ.