იანისის ტერიტორია

ახალ ზელანდიასთან იანისმა საქმე გააკეთა. ის იღებდა კარგ პაუზას და არ აგვიანებდა პასს. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. F  ჯგუფი

საბერძნეთი - ახალი ზელანდია  103:97 (28:19, 23:25, 22:22, 32:31)

საბერძნეთი: ანტეტოკუმპო (24+10 მოხსნა+6 პასი+2 ჩაჭრა), პაპაპეტრუ (16), კალატესი (14+5 პასი+4 მოხსნა+3 ჩაჭრა), პრინტეზისი (13), სლუკასი (7+7 პასი+5 მოხსნა).

ახალი ზელანდია: კორი უებსტერი (31+4 პასი), აბერკრომბი (18), ტაი უებსტერი (17), ფოტუ (15).

ვარსკვლავი: იანის ანტეტოკუმპო.

 

საბერძნეთმა მოიგო და მეორე ეტაპზე ამერიკასთან და ჩეხეთთან უნდა დაილაპარაკოს. და, აუცილებლად უნდა მოიგოს. ალბათ, ამ ჯგუფში ჩეხეთი ყველაზე სუსტია, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე. და საბერძნეთს ჯგუფში ბრაზილიასთან არ უნდა წაეგო. იანისის გუნდი აუტსაიდერის როლშია და ამერიკას უნდა შეასკდეს. რთულია თუნდაც, ამ ამერიკის გაჩერება, მაგრამ NBA-ს მოქმედი MVP კარგი დაზღვევაა. იანისმა იცის ამ ამერიკის სიძლიერე და სუსტი მხარეები. ამერიკამ იცის იანისის სიძლიერე და ის, რომ ანტეტოკუმპოს არ უყვარს შორიდან სროლა. გრეგ პოპოვიჩმა იანისი შეაფასა და მარტივად თქვა, ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. გრეგმა იცის საქმე და იანისმა იცის, რომ გრეგი მას მშვენივრად იცნობს. ალბათ, ჩვენ ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას მივიღებთ, რომელშიც ამერიკა არ იქნება ულაპარაკო ფავორიტი.

ახალ ზელანდიასთან იანისმა საქმე გააკეთა. ის იღებდა კარგ პაუზას და არ აგვიანებდა პასს. ის ნორმალურად (10/6) ისროდა თამაშიდან და მისტერ უნივერსალმა 15 საჯარიმოდან 11 გამოიყენა. იანისი საბერძნეთის ჩაქუჩი, ხერხი, მაჩეტე იყო.

საბერძნეთს აქვს სიღრმე და მეორე ეტაპზე ეს სიღრმე გადამწყვეტი იქნება.

ძალიან მინდა, რომ ამერიკასთან იანისი რეალური MVP იყოს.