ტოჩინოშინს კონკურენტი გამოაკლდა

ქართველ ფალავანს 8 გამარჯვება სჭირდება

ლევან გორგაძეს აკი (სექტემბრის) ბაშოზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის რანგი შეინარჩუნოს. ჩვენებურს რაც უფრო სუსტი მეტოქეები შეხვდებიან, წოდების დაცვა მას უფრო გაუადვილდება.

 

ოძეკი ტაკაიასუ ქართველისთვის ნამდვილად რთული მეტოქე იყო, რადგან 2019 წელს ისინი ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ორივე შემთხვევაში იაპონელს დარჩა. ტაკაიასუმ ნაგოია (ივლისის) ბაშოზე მკლავის ტრავმა მიიღო, რომლის მოშუშებაც ვერ მოასწრო და ამის გამო სექტემბრის დიდი ტურნირის გამოტოვება მოუწევს. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.