ველორბოლის დროს კამერამ მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინა (+ვიდეო)

სად აღმოაჩინეს მარიხუანა

მაიამიში ველორბოლის ჩემპიონატი მიმდინარეობს. რა  თქმა უნდა, სპორტსმენებს სხვადასხვა კამერები სხვადასხვა  რაკურსით იღებენ, მათ შორის არის დრონიც, რომელიც ათლეტებს ზემოდან აფიქსირებს.

 

ტურნირის მიმდინარეობისას, როცა ველომრბოლელები უკვე ფინიშს უახლოვდებოდნენ, კამერამ შემთხვევით ერთ-ერთი კორპუსის თავზე გაშენებული  მარიხუანას პლანტაცია დააფიქსირა.