სერბეთის შემდეგ გვამები რჩება

ნიკოლა იოკიჩი სერბების საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მას არ სჭირდება, რომ ყველა თამაშში იყოს საუკეთესო. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. J  ჯგუფი

სერბეთი - პუერტო რიკო  90:47 (23:14, 26:12, 22:13, 19:8)

სერბეთი: ბიელიცა (18+ 6 მოხსნა+3 პასი), მარიანოვიჩი (16+4 მოხსნა), იოკიჩი (14+10 მოხსნა), ბირჩევიჩი (12+7 მოხსნა), გუდურიჩი (10).

პუერტო რიკო: დავიდ უერტასი (11+3 პასი).

ვარსკვლავი: ნემანია ბიელიცა.

 

სერბეთი დაუნდობელია. გუნდი გადავიდა მეორე ეტაპზე და როგორც ლარა კროფტი, უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგესთან მეტი ნიჭი და უნარ-ჩვევა წარმოადგინა. სერბეთი გიგებს ახლო ბრძოლაში, სერბეთი უფრო კარგია დისტანციაზე და როგორ გამოცდილი მოკრივე, სერბეთი იდეალურად იღებს პაუზებს, არ გაცდის სულის მოთქმას და შენი სუსტი წერტილებით ისვენებს. ეს სერბეთია და ამ ეტაპზე, გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება. რთული სათქმელია, რამდენად კარგად, მაგრამ სერბეთი უმატებს და სხვებისთვის ეს სახიფათო პერსპექტივაა. სერბეთის მორიგი მსხვერპლი მონდომებული და ამ მატჩში განწირეული პუერტო რიკო იყო.

ნიკოლა იოკიჩი სერბების საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მას არ სჭირდება, რომ ყველა თამაშში იყოს საუკეთესო. მწვრთნელები თანაბარ დატვირთვას აძლევენ სხვებსაც და უფრო სერიოზულ გუნდთან სერბეთის მწვრთნელებს ყველას იმედი უნდა ჰქონდეს. ასე იყო. ასე იქნება. ასე არის.

სერბეთი სამწამიანში ყველაზე დაუნდობელი გუნდია. გიგებს სიმაღლით და მანევრირებით. ბობან მარიანოვიჩმა (16 წუთი, 8/7 ზუსტი სროლა) დაგლიჯა და სხვებმა პროცესი ლამაზად, არტისტულად წაიყვანეს. სერბეთი საოცარი იყო.

და, პუერტო რიკო - მადლიერი, რომ ეს კოშმარი დასრულდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.