მებრძოლებმა ბრძოლის წინ აიწონეს, ყველაფერი მზად არის

ახლა ჯერი რინგზეა

6 სექტემბერს, პარასკევს დილით აბუ დაბიში, მსუბუქი წონის მებრძოლებმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა და დასტინ პორიემ ბრძოლის წინა აუცილებელი პროცესი გაიარეს. პირველი სასწორზე, დაუმარცხებელი ხაბიბი დადგა, რომელმაც წონის ნორმები დააკმაყოფილა, რუსი 70 კილოგრამს იწონის. იყო შემთხვევა, როდესაც დაუმარცხებელმა დაღესტანელმა ოქტაგონზე გასვლის უფლება ვერ მოიპოვა, მაშინ ხაბიბს ტონი ფერგიუსონთან უნდა ებრძოლა, მაგრამ წონის კლების პრობლემა შეექმნა და ბრძოლაც ჩაიშალა. ამის შემდეგ ნურმაგომედოვს, საჩემპიონო ტიტულის დაცვა, კონორ მაკგრეგორთან მოუწია. მეორე სასწორთან, დასტინ პორიე მივიდა და პროცესი წარმატებით გაიარა. დასტინიც 70 კილოგრამს იწონის. მან ეს ფორმა გასული აპრილის შემდეგ შეინარჩუნა, როდესაც თავისი ბოლო ბრძოლა მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამართა და დროებითი საჩემპიონო ქამარიც მოიპოვა.

უკვე ყველაფერი მზად არის, დანარჩენი რინგზე გაირკვევა. აბუ დაბი, UFC 242-ის მთავარ ღონისძიებას უმასპინძლებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.